05 November, 2025
ტრენინგი სტრატეგიული აზროვნებისა და მენეჯმენტის მიმართულებით
ECOVIS საქართველომ, წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ, წარმატებით დაასრულა ტრენინგი სტრატეგიული აზროვნებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რომელიც სპეციალურად სენიორებისა და მენეჯერებისთვის ჩატარდა. ეს ინიციატივა კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ ზრდას.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ბიზნეს გარემოში ეფექტური მენეჯმენტისა და გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. ECOVIS საქართველოში მიიჩნევენ, რომ თანამშრომლების პროფესიული წინსვლა და შიდა კარიერული ზრდა კომპანიის კულტურის ფუნდამენტური ნაწილია.
ტრენინგს უძღვებოდა ნატალია ბერუაშვილი, პროფესიული ბიზნეს ქოუჩი.
სხვა სიახლეები
10 July, 2026
ბიზნეს სიახლეები (2026 წლის მეორე კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)
04 May, 2026
Ecovis-ის პადელის შიდა ჩემპიონატი: გუნდური სულისკვეთება და ჯანსაღი ენერგია
01 May, 2026
ტრენინგი ბუღალტერიის დეპარტამენტში
07 April, 2026
ბიზნეს სიახლეები (2026 წლის პირველი კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)
11 March, 2026
ECOVIS საქართველოს სენიორ აუდიტორები გამორჩეული წვლილისთვის პარიზის საგზურით დაჯილდოვდნენ