მთავარი სერვისები

კონსულტაციის დაგეგმვა

წინასწარი გადაწყვეტილებები და დავები
წინასწარი გადაწყვეტილებები და დავები

 

Ecovis Georgia გთავაზობთ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის მომზადების მომსახურებას, რომელიც მოიცავს:გადაწყვეტილების ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების წინასწარ შესწავლასა და მიმოხილვას:

ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას;

გადაწყვეტილების მოთხოვნის წერილის მომზადებას;

შემოსავლების სამსახურთან ერთად წინასწარი გადაწყვეტილების წერილთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობას.

საგადასახადო ორგანოსთვის წინასწარი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის დოკუმენტია. გადასახადის გადამხდელისთვის კი გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება არის საგადასახადო ორგანოს ოფიციალური მიდგომა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელი, რომელიც მოქმედებს მისთვის გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში, კანონმდებლობით დაცულია გადასახადის და სანქციების დარიცხვისგან.

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის პროცესი, განაცხადის ჩაბარებიდან ოფიციალური პასუხის მიღებამდე, მოიცავს დისკუსიებსა და განხილვებს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებსა და  გადასახადის გადამხდელს შორის, რაც ასევე საჭიროებს ჩვენი, როგორც საგადასახადო კონსულტანტების ჩართულობას პროცესში.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ უნდა გამოიყენოს წინასწარი გადაწყვეტილება, თუ მასში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები  არ შეესაბამება რეალობას ან არასრულია.  შესაბამისად, როდესაც გადასახადის გადამხდელი აკეთებს განაცხადს მისთვის წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით, ოპერაციის ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით ახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. სხვაგვარად, შესაძლოა არსებობდეს რისკი იმისა, რომ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა აღმოჩნდეს უშედეგოდ დახარჯული, თუ ჩაითვლება, რომ  წინასწარ გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი გარემოებები არის არასწორად ან არასრულად აღწერილი. ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოცდილი საგადახადო კონსულტანტის ჩართულობა მთელს პროცესში. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი გამოცდილებას გთავაზობთ.

Ecovis Georgia ასევე გაგიწევთ კონსულტაციებს საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას, საგადასახადო ორგანოებთან უღთიერთობის ნაწილში და შემოწმების დასრულების შემდგომ  საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივ შეფასების და შედეგების გასაჩივრების ნაწილში.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩვენი კონსულტაცია მოიცავს:

წინასწარი ანლიზის საფუძველზე საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებას;

საგადასახადო ორგანოებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის და ახსნა-განმარტებების კონტროლს;

საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში დახმარებას.

საგადასახადო შემოწმების შემდეგ კონსულტაციები მოიცავს:

საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივ შეფასებას;

საგადასახადო საჩივრის მომზადებას;

კომპანიის ინტერესების დაცვას ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოში.

პასუხისმგებელი პირი