ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს უცხოური ინვესტიციების ეფექტური მართვისთვის ესაჭიროებათ კვალიფიციური მრჩევლები, რომლებიც დაეხმარებიან მათ ოპერაციების დაგეგმვაში, ანალიზში და რისკების მართვაში.
Ecovis Goergia გთავაზობთ საერთაშორისო დაბეგვრის და საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან ორმაგ დაბეგვრაზე გაფორმებული საგადასახადო ხელშეკრულებების ცოდნას და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც თავიდან აგარიდებთ თქვენი კომპანიების მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგად დაბეგვრას.
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება, ე.წ. ტრანსფერ ფრაისინგი საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ტრანსნაციონალურ კომპანიებს შორის არსებულმა ტრანსფერულმა ფასწარმოქმნამ, რომელიც შესაბამისობაში არ მოდის საბაზრო პრინციპთან, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საწარმოების დასაბეგრ მოგებაზე. ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს. შესაბამისი მეთოდის შერჩევა მოითხოვს კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს. არასწორად შერჩეულმა მეთოდმა კი შესაძლოა მნიშვნელოვანი დანახარჯები წარმოქმნას კომპანიებისთვის.
Ecovis Goergia გთავაზობთ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ როგორც საერთაშორისო დაბეგვრის, ასევე ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებთ ჩვენთან კონსულტაციას გაგიწევენ საზღვარგარეთ განათლება მიღებული პროფესიონალები. კერძოდ, ჩვენი კომპანიის პარტნიორები ვაჟა პეტრიაშვილი და გიორგი კვერხელიძე წარმოადგენენ საერთაშორისო დაბეგვრის ცენტრის (ლეიდენი, ნიდერლანდები) კურსდამთავრებულებს ტრანსფერ ფრაისინგის და საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით.