შეთანხმებული პროცედურების ჩატარებაზე გარიგების მიზანია აუდიტორმა ჩაატაროს ისეთი აუდიტორული პროცედურები, რომლებზეც აუდიტორი, სამეურნეო სუბიექტი და რომელიმე შესაფერისი მესამე მხარე იყვნენ შეთანხმებულები, და წარადგინოს ანგარიში აღმოჩენილ ფაქტებზე.
ამ შემთხვევაში კონსულტანტი წარადგენს ანგარიშს შეთანხმებული პროცედურების ჩატარებისას აღმოჩენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ ხდება რწმუნების გამოხატვა. ამის ნაცვლად ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ჩატარებული პროცედურების და აღმოჩენილი ფაქტების შესახებ, რის საფუძველზეც ანგარიშის მომხმარებელს შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.