კომპილაციური გარიგებების შესრულების მიზანია, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში არსებული ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გამოყენებით, სუბიექტებს დავეხმაროთ ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
კომპილაციური ტიპის გარიგებებზე განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა უკანასკნელი წლების განმავლობაში რადგან მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიებს/ჯგუფებს მოეთხოვებათ როგორც მინიმუმ მსს ფასს სტანდარტის შესაბამისი არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება.
ეკოვისის გუნდი გთავაზობთ:
მესამე კატეგორიის კომპანიის/ჯგუფის სრულ მხარდაჭერას მსს ფასს-ის შესაბამის წლიური ანგარიშგების მომზადებაში, რაც შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ექსპერტული მხარდაჭერა
ჩვენი კომპანია, რომელიც აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე დაგროვილ გამოცდილებას, სთავაზობს პროფესიონალურ მხარდაჭერას მსხვილ კომპანიებსა და ჯგუფებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესის სრულ აუთსორსზე გატანას ასევე მხარდაჭერას რთული და კომპლექსური საკითხების ფასს-ის მიხედვით აღრიცხვაში.
ჩვენი ექსპერტიზა ვრცელდება მაგა;ლითად ისე საკითხებზე, როგორიცაა:
• იჯარების აღრიცხვა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (ფასს) 16-ის შესაბამისად.
• ფინანსური ინსტრუმენტების გაუფასურების შეფასება ფასს 9-ის სამეტაპიანი მოდელის გამოყენებით.