როგორც გლობალური ECOVIS-ის ქსელის ნაწილი, ჩვენ გთავაზობთ იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც აერთიანებს, სამართლებრივი ამოცანების სრულ მენეჯმენტს. ECOVIS GEORGIA-ს იურიდიული მიმართულება მზად არის უზრუნველყოს თქვენი კომპანიის სრული სამართლებრივი მენეჯმენტი ან განახორციელოს მხოლოდ კონკრეტული გარიგების, პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა.
ECOVIS GEORGIA-ს იურიდიული მიმართულების პორტფელი მოიცავს მცირე, საშუალო, მსხვილი კატეგორიის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კლიენტების, სამართლებრივ მხარდაჭერას. გუნდის მრავალსექტორულ პორტფელშია კლიენტთა სამართლებრივი საკითხების მუდმივი/განგრძობადი მენეჯმენტი, ჯგუფების/კორპორაციების მხარდაჭერა, ასევე კონკრეტული ერთჯერადი საჭიროებების დაფარვა.
ECOVIS GEORGIA-ს იურიდიული მიმართულების საქმიანობის ძირითადი არეალია ბიზნეს სამართალი და მასთან დაკავშირებული საკითხები. გუნდი დაკომპლექტებულია მოქმედი, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ადვოკატებითა და მედიატორებით, ძლიერი მხარეა კლიენტის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, მედიაციაში, მოლაპარაკებებში.
ECOVIS GEORGIA-ს იურიდიული მიმართულება გთავაზობთ:
• დავებში ინტერესების დაცვის მიზნით, ადვოკატის წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებში;
• სამართლებრივ კონსულტაციას;
• იურიდიული დოკუმენტაციის შედგენას;
• იურიდიულ აუდიტს, მოქმედ სამართალთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
• დიუ დილიჯენსს (შეძენისას, გარიგებაში შესვლისას და სხვ.);
• სამართლებრივი პროცედურების გეგმის/კონცეფციის/სტრატეგიის შედგენას;
• იურიდიული დასკვნის მომზადებას;
• მარეგულირებლების ან/და ინსპექციის წინაშე შემოწმების პროცესში, მანამდე ან შემდეგ სამართლებრივ მხარდაჭერას (მაგ.: შრომის ინსპექცია, კონკურენციის სააგენტო, კომუნიკაციების კომისია და სხვ.);
• სამართლებრივი მომსახურების მიღების დაგეგმვას საერთაშორისო მასშტაბით, ეკოვისის ქსელის ბაზაზე;
• საერთაშორისო გარიგებების სამართლებრივ მხარდაჭერას;
• სტარტაპების სამართლებრივ მხარდაჭერას, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე;
• პრობლემური აქტივების სამართავად სამართლებრივ მხარდაჭერას.
ძირითადი სფეროები:
სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი
• დავების პრევენცია;
• დავების მართვა;
• დავებში ინტერესების დაცვის მიზნით ადვოკატის წარმომადგენლობა;
• საგადასახადო დავებში ინტერესების დაცვის მიზნით ადვოკატის წარმომადგენლობა.
საკორპორაციო სამართალი
სრული საკორპორაციო სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის:
• სამართლებრივი დახმარება კომპანიის დაფუძნების, ფუნქციონირების, ფუნქციონირების შეწყვეტის ეტაპებზე;
• რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის სამართლებრივი მხარდაჭერა;
• კორპორაციული დოკუმენტების მომზადება;
• კორპორაციული გარიგებების დადების სამართლებრივი მხარდაჭერა;
• დერივაციული სარჩელის მომზადება და სასამართლო საქმისწარმოება;
• და სხვა საკორპორაციო სამართალთან დაკავშირებული საქმეები.
შრომის სამართალი
სრული შრომით სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის:
• შრომითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, შინაგანაწესი და სხვ.) შექმნა;
• რეორგანიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა;
• შრომითი დავის საპრევენციო ღონისძიებები;
• შრომითი დავის შემთხვევაში დავის მართვა.
ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი
• ბიზნესსამართლებრივი და სხვ. გარიგებების გაფორმება, წილის ნასყიდობა, მოთხოვნებთან დაკავშირებული გარიგებები და სხვ.;
• ხელშეკრულების საფუძველზე ანდა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების პირობებში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის სამართლებრივი მხარდაჭერა;
• ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პროცესის წარმართვა;
• ვალდებულებითსამართლებრივი მოთხოვნის ფარგლებში საქმისწარმოება;
• ხელშეკრულების პირობების შეთანხმებისას კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების უზრუნველყოფაში დახმარება (წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ქირავნობა, იჯარა, მომსახურება და სხვ.);
• საბანკო/სადაზღვევო/საგარანტიო გარიგებების მხარდაჭერა;
• საქმიანი რეპუტაციის დაცვის სამართლებრივი მხარდაჭერა;
• ხელშეკრულებების რევიზია.
საერთაშორისო კერძო სამართალი
• საერთაშორისო ვალდებულებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების წარმოების პროცესში სამართლებრივი დახმარების გაწევა;
• ხელშეკრულების მომზადების პროცესში, გამოსაყენებელ სამართლებრივ წესრიგთან მიმართებით კონსულტაციების გაწევა;
• ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე სამართლებრივი მხარდაჭერა.
ასევე, შრომითი მიგრაციის სამართალი, კონკურენციის სამართალი, გადახდისუუნარობის სამართალი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამართალი, მედიასამართალი, და სხვ.
მომსახურების ღირებულებაში არ შედის სასამართლო ან/და სხვა სახის ბაჟი, ადმინისტრაციული მოსაკრებლები, გადასახადები, სანოტარო მომსახურების ან ოფიციალური თარგმანის მომსახურების ღირებულებები და სხვ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა მომსახურების ღირებულება განსხვავებულად განისაზღვროს. ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული ტარიფი.
წარმომადგენლობის შემთხვევაში, მომსახურების ღირებულებასთან ერთად, წარმატებულად დასრულებული საქმის ღირებულების საორიენტაციოდ 3% წარმოადგენს წარმატების გასამრჯელოს.