მთავარი სიახლეები
ECOVIS Georgia ერთიანი საგადასახადო მეთოდოლოგიური პლატფორმის შექმნის პროცესში მონაწილეობს

 

ECOVIS Georgia  საქართველოში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ერთიანი საგადასახადო მეთოდოლოგიური პლატფორმის შექმნის პროცესში მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში, ECOVIS Georgia-ს მიზანია ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს გაუწიოს დახმარება ერთიან მეთოდოლოგიურ ბაზაში განსათავსებელი საგადასახადო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების სელექციის და კატეგორიზაციის პროცესში.

 

პროგრამის მხარდაჭერით, განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

შემუშავდება ბაზაში განსათავსებელი დოკუმენტების (სიტუაციური სახელმძღვანელოების, წინასწარი გადაწყვეტილებების, დავების გადაწყვეტილებების, შიდა მეთოდური ბრძანებების, სასამართლოს გადაწყვეტილებების) შერჩევის კრიტერიუმები;

შემუშავდება რეკომენდაციები სიტუაციური სახელმძღვანელოების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

მოხდება წინასწარი გადაწყვეტილებების კატეგორიზაცია, შემუშავდება რეკომენდაციები წინასწარი გადაწყვეტილებების საჯარო გადაწყვეტილებებად გამოცემაზე;

მოხდება ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორივე  ინსტანციის დავების გადაწყვეტილებების, ასევე საქართველოს სასამართლოს და ევროპის სასამართლოს შერჩეული გადაწყვეტილებების კატეგორიზაცია, მომზადდება გადაწყვეტილების ძირითადი შინაარსის ამსახველი შაბლონები.

 

გაზიარება