მთავარი სიახლეები
ECOVIS Georgia-ს გუნდის თიმბილდინგი ბორჯომში

ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ, ECOVIS Georgia- პირველი თიმბილდინგი ბორჯომში, უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში შედგა.

ECOVIS Georgia- მენეჯმენტის რგოლის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი მენეჯერული უნარები, რომლის მიზანს წარმოადგენდა მენეჯმენტის ძირითადი პრინციპებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და მათი გამოყენების გზით, მთელი რიგი უნარების გაუმჯობესება.

ტრენინგი აგებული იყო გამოცდილებითი სწავლების მეთოდიკაზე, რომელიც ECOVIS Georgia- მენეჯმენტის რგოლს შესაძლებლობას მისცემს ახლებურად გაიაზრონ მოვლენები და აღმოაჩინონ ინსაითები. ტრენინგი გამდიდრებული იყო ვიდეომასალებით, პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ქეისების განხილვით.

ტრენინგზე სამოტივაციო განწყობა ნინო ბერუაშვილმა შექმნა.

გამოწვევებით სავსე და კომპანიისთვის უმნიშნელოვანესი სიახლეებით დატვირთული წლის არაფორმალური რეზიუმეს შემდეგ, ECOVIS Georgia ახალ სამუშაო სეზონს ახალი მუხტით იწყებს.

გაზიარება