• https://www.kvi.cz/https://acehinvestment.com/https://online.thedivineclasses.in/course/BANKING-2https://www.darussalam.co.id/https://www.bongkarmuat.com/https://baturhotspring.com/https://www.michatbot.pro/https://apps.menjadiasn.com/https://www.ahlibeyt.ge/bilirsinizmi/https://www.ahlibeyt.ge/https://umai.in/https://bpsol.in/https://edinburgh-places.co.uk/https://feralscholar.org/https://sbocasino.shop/https://www.thefancan.com/https://sitampan.kamparkab.go.id/pajak-parkir/https://chandragiriprofile.com/https://unionelectronics.net/https://www.jakartatoyota.net/https://www.mentaribaliholiday.com/https://biolake.org/toto hkdata hktogelAngka HKAngka IndoAngka EmasNomer HKNomer SDYPrediksi SydneyPrediksi HKPrediksi TogelAngka Jitu SYDNomer Jitu 4DHasil HKHasil SDYHasil SGPKeluaran SGPNomer KeramatAngka Keramat 4DAngka Rejeki 2DAngka Hari IniNomer Hari IniAngka JPTogel Satellite KheteaseAngka KeluaranTogelTogel Hari IniTogelNomer JPKhoomey TogelAngka PeruntunganTogelAngka Jitu HKTogelKeluaran TogelTogelkeluaran macaudata duniabet303angka jitu hari ini
  • ECOVIS Georgia - Accountants, auditors and tax advisors in Tbilisi, Georgia - სიახლეები
    geo
    menu icon
    მთავარი სიახლეები
    საგადასახადო სიახლე | ახალი ვალდებულება ბიზნესისთვის

    6 მარტი, 2026

    საგადასახადო სიახლე | ახალი ვალდებულება ბიზნესისთვის

    გაცნობებთ, რომ 2026 წლის 25 თებერვლიდან ამოქმედდა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი.

    იმ შემთხვევაში თუ კომპანიის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური მოცულობა აღემატება 500 000 ლარს, კომპანიას წარმოეშვება ვალდებულება შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 500 000 ლარიან ზღვარში გაითვალისწინება როგორც ფაქტობრივად განხორციელებული ანაზღაურებების ოდენობა, ასევე უსასყიდლო ოპერაციების საბაზრო ღირებულება და არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები.

    ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე, მათ შორის საქონლის/მომსახურების მიწოდება/შესყიდვა, მატერიალური/არამატერიალური აქტივების მიწოდება/შესყიდვა, სესხების მიღება/გაცემა, საპროცენტო შემოსავალი/ხარჯი და ა.შ.

    წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს: ურთიერთდამოკიდებული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს და რეზიდენტობის ქვეყანას, ურთიერთდამოკიდებულების ფორმას, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის სახეს და მოცულობას, არსებული კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ნაშთის მოცულობას, ხელშეკრულების გაფორმების თარიღს და ინფორმაციას კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ.

    ინფორმაციის წარდგენა მოხდება ყოველწლიურად, მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციაში, შესაბამისი დანართის შევსების გზით. ხოლო იმ პირებისთვის, რომლებიც წლიურ მოგების გადასახადს იხდიან, ინფორმაცია წარედგინება წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში.

    ცვლილება უკვე ამოქმედდა და ვრცელდება 2025 წლის და შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ.

     


    სხვა სიახლეები

    ბიზნეს სიახლეები (2026 წლის მეორე კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)

    10 ივლისი, 2026

    ბიზნეს სიახლეები (2026 წლის მეორე კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)

    Ecovis-ის პადელის შიდა ჩემპიონატი: გუნდური სულისკვეთება და ჯანსაღი ენერგია

    4 მაისი, 2026

    Ecovis-ის პადელის შიდა ჩემპიონატი: გუნდური სულისკვეთება და ჯანსაღი ენერგია

    ტრენინგი ბუღალტერიის დეპარტამენტში

    1 მაისი, 2026

    ტრენინგი ბუღალტერიის დეპარტამენტში

    ბიზნეს სიახლეები (2026 წლის პირველი კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)

    7 აპრილი, 2026

    ბიზნეს სიახლეები (2026 წლის პირველი კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)

    ECOVIS საქართველოს სენიორ აუდიტორები გამორჩეული წვლილისთვის პარიზის საგზურით დაჯილდოვდნენ

    11 მარტი, 2026

    ECOVIS საქართველოს სენიორ აუდიტორები გამორჩეული წვლილისთვის პარიზის საგზურით დაჯილდოვდნენ