12 თებერვალი, 2026
IFRS სტანდარტების ტრენინგი აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების დეპარტამენტისთვის
ECOVIS საქართველო განაგრძობს ზრუნვას თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით, აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ტარდება ტრენინგების კურსი, რომელიც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS) ეხება.
ტრენინგს უძღვება ლიანა ნადიბაიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი.
ტრენინგის ფარგლებში დეტალურად განხილული იქნება სტანდარტებში შესული სიახლეები და მათი პრაქტიკაში დანერგვის სპეციფიკა. საერთაშორისო სტანდარტების ღრმა ცოდნა აუდიტორებს საშუალებას მისცემს, პარტნიორ კომპანიებს გაუწიონ სანდო და მაღალკვალიფიციური მომსახურება, რაც გადამწყვეტია ბიზნესის ფინანსური გამჭვირვალობისა და სტაბილურობისთვის.
სხვა სიახლეები
4 მაისი, 2026
Ecovis-ის პადელის შიდა ჩემპიონატი: გუნდური სულისკვეთება და ჯანსაღი ენერგია
1 მაისი, 2026
ტრენინგი ბუღალტერიის დეპარტამენტში
7 აპრილი, 2026
ბიზნეს სიახლეები (2026 წლის პირველი კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)
11 მარტი, 2026
ECOVIS საქართველოს სენიორ აუდიტორები გამორჩეული წვლილისთვის პარიზის საგზურით დაჯილდოვდნენ
6 მარტი, 2026
საგადასახადო სიახლე | ახალი ვალდებულება ბიზნესისთვის