27 მაისი, 2025
აუდიტორული კომპანიების შემოსავლები იზრდება, როგორ ვითარდება სექტორი
Ecovis საქართველო 2024 წელს აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით აუდიტორული კომპანიების რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამიერიდან მე-6 ადგილს იკავებს.
ასევე 2024 წელს მხოლოდ აუდიტორული საქმიანობიდან შემოსავალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა! ხოლო ეკოვისის მიერ საქართველოში ჯამურად გენერირებულმა შემოსავალმა კი შეადგინა 7.5 მილიონ ლარზე მეტი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში Eovis საქართველო ყოველწლიურად სტაბილურად 30%-ით ზრდის შემოსავლებს. ეს შთამბეჭდავი ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული:
გრძელვადიანი პარტნიორობა - ჩვენთვის თითოეული კომპანია ვისაც ვემსახურებით არის პარტნიორი, რომელთანაც ხანგრძლივ ურთიერთობას ვინარჩუნებთ.
გამოცდილი გუნდის წევრების მაღალი ჩართულობა - Ecovis საქართველოს პარტნიორები პირადად არიან ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროექტში.
ინდივიდუალური მიდგომა - ჩვენი გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია თითოეული კომპანიის უნიკალურ საჭიროებებზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს სთავაზობს პარტნიორ კომპანიებს.
ხარისხის მუდმივი კონტროლი - საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი დაცვა და ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ჩვენი საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპია.
BMG-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი ეხება აუდიტორული კომპანიების რეიტინგს და ამ სერვისის განვითარებას. სიუჟეტში Ecovis საქართველოს მმართველი პარტნიორი ივანე კუტიბაშვილი კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და განვითარებაზე საუბრობს.
სიუჟეტი სრულად იხილეთ აქ!
სხვა სიახლეები
1 მაისი, 2026
ტრენინგი ბუღალტერიის დეპარტამენტში
7 აპრილი, 2026
ბიზნეს სიახლეები (2026 წლის პირველი კვარტლის საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)
11 მარტი, 2026
ECOVIS საქართველოს სენიორ აუდიტორები გამორჩეული წვლილისთვის პარიზის საგზურით დაჯილდოვდნენ
6 მარტი, 2026
საგადასახადო სიახლე | ახალი ვალდებულება ბიზნესისთვის
12 თებერვალი, 2026
IFRS სტანდარტების ტრენინგი აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების დეპარტამენტისთვის