მთავარი სიახლეები
ECOVIS Georgia საკონსულტაციო კომპანიებისა და კლასტერებს შორის შეხვედრაზე წარდგა

ECOVIS Georgia, პროექტ “კლასტერები განვითარებისთვის” ორგანიზებით გამართულ საკონსულტაციო კომპანიებსა და კლასტერებს შორის შეხვედრაზე წარდგა.

15 ნოემბერს, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ შეხვედრაზე, ECOVIS Georgia-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ანა სამსონიამ, კლასტერების წევრებს, კომპანიის მომსახურება წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიების, სამშენებლო მასალებისა და ტანსაცმლის წარმოების სექტორის 70-მდე წარმომადგენელი.

ერთ-ერთი პანელი დაეთმო მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის შესაძლებლობებს საქართველოში. პანელის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებმა საკუთარი პროგრამები გააცნეს მონაწილეებს.

ღონისძიება B2B აქტივობით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კლასტერებსა და შემდეგ საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

გაზიარება