მთავარი კარიერა


ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელია!

Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!

Ecovis Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილების ამაღლებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე.

Ecovis Georgia გთავაზობთ:

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

იხილეთ Ecovis Georgia-ში მიმდინარე ვაკანსიები

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
დაწყების თარიღი: 18 მარ 2024
დასრულების თარიღი: 30 აპრ 2024

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კომპანიის საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების მხარდაჭერა და მონიტორინგი;

საკომუნიკაციო ინსტრუმენტების და პროდუქტების შემუშავება, საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება;

კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა;

საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;

კომპანიის იმიჯზე მოქმედი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პრევენციული მექანიზმების შემუშავება და სტრატეგიაში ინტეგრირება;

საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და მომზადება;

კომპანიისთვის პოტენციურად საინტერესო საჯარო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;

საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიის კონცეფციისა და მიმართულების განსაზღვრა/ ეფექტურობის შეფასება;

სოციალური მედიის სტრატეგიის (სამოქმედო გეგმა, აქტივობების კალენდარი, ბიუჯეტი) განხორციელება;

ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) მხატრვული ტექსტის დამუშავება;

დაქვემდებარებაში მყოფი სოციალური მედია მენეჯერისა და დიზაინერის საქმიანობის განსაზღვრა, დელეგირება და მათი მართვა;

წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით კომპანიის მენეჯმენტისთის ანგარიშების წარდგენა.

 საკვალიფიკაცია მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება მარკეტინგს, PR-ის, ბიზნეს ადმინისტრირებას ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას;

შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;

პრეს-რელიზის მომზადების გამოცდილება;

ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

 დამატებითი მოთხოვნები:

გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;

დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

პროაქტიული და მიზანზე ორიენტირებული.

 დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge

გაზიარება