geo
menu icon
მთავარი კარიერა

 

 

 

 


ECOVIS საქართველოში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება და ძალა ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები არიან.

ჩვენ გვჯერა პროფესიული ზრდის, ჯანსაღი გარემოსა და იმ ღირებულებების, რომლებიც თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.

ჩვენი გუნდის წევრობა ნიშნავს  საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, სწრაფად მზარდ და ადამიანზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში ყოფნას, სადაც პროფესიული განვითარება, ინიციატივის ხელშეწყობა და თანადგომა უბრალოდ ფრაზები არ არის — ეს ჩვენი კულტურის ნაწილია.

რას გთავაზობთ ECOVIS საქართველო?

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და სამართლიან სისტემას
  • პროფესიული და აკადემიური განვითარებისთვის სასწავლო პროგრამების დაფინანსებას
  • ტრენინგებსა და სერტიფიცირებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე
  • სრულ სამედიცინო დაზღვევას
  • გუნდურ, სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი აზრი ნამდვილად ფასობს

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ პროფესიონალიზმს, მოტივირებულები არიან მიიღონ ცოდნა და აიმაღლონ კომპეტენცია

თუ თქვენც ეძებთ სამსახურს, სადაც შესაძლებლობა და მხარდაჭერა ყოველდღიური რეალობაა — ECOVIS საქართველო სწორედ თქვენი ადგილია.

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენთან არსებული ვაკანსიების მიხედვით, ან გამოგვიგზავნეთ CV სურვილის შემთხვევაში ელ.ფოსტაზე: career@ecovis.ge.

თუ ამჟამად ღია ვაკანსიაში ვერ ხედავთ თქვენთვის შესაფერის პოზიციას, არ ინერვიულოთ — თქვენი მონაცემები დამუშავდება და დარჩება ჩვენს კანდიდატურების ბაზაში, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაიმეტეს ერთი წლის ვადით და შესაბამისი ვაკანსიის გაჩენისთანავე დაგიკავშირდებით.

 

შემოუერთდით ECOVIS Georgia-ს

 

უფროსი აუდიტორი
დაწყების თარიღი: 3 სექტემბერი, 2024
|
დასრულების თარიღი: 30 სექტემბერი, 2024

ვაკანსია გამოცხადებულია აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურების დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტის  ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და  წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
  • აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
  • დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ACCA  პირველი ეტაპის სერთიფიკატი;
  • ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
  • საოფისე პროგრამები  (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
  • აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
  • გუნდური მუშაობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
  • ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (თბილისის ბიზნეს ცენტრი)

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge  

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge 


თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia- (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge

Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : +995 032 243 22 81, info@ecovis.ge