კარიერა


ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელია!

Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!

Ecovis Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილების ამაღლებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე.

Ecovis Georgia გთავაზობთ:

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

იხილეთ Ecovis Georgia-ში მიმდინარე ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება
დაწყების თარიღი: 25 დეკ 2020
დასრულების თარიღი: 28 თებ 2021

ვაკანსია გამოცხადებულია აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
  • აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • საბაზისო განათლება ფინანსებში (შესაძლებელია იყოს სტუდენტი თუ სამუშაო გრაფიკთან თავსებადია);
  • ინგლისური ენა  საშუალო დონეზე კლიენტებთან კომუნიკაციისთვის და დოკუმენტაციასთან სამუშაოდ;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
  • სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი)

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

ტესტირება:

  • ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
  • ტესტირების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში  

გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

 

დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:

  • Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!
  • გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
  • სამუშაო განაკვეთში უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge 

გაზიარება