მთავარი კარიერა


ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელია!

Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!

Ecovis Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილების ამაღლებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე.

Ecovis Georgia გთავაზობთ:

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

იხილეთ Ecovis Georgia-ში მიმდინარე ვაკანსიები

იურისტი
დაწყების თარიღი: 06 ივნ 2024
დასრულების თარიღი: 04 ივლ 2024

იურისტის ვაკანსია გამოცხადებულია იურიდიულ დეპარტამენტში.

ძირითადი მოთხოვნები:

·        უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);

·     საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა;

·        სასურველია აუდიტორულ კომპანიაში ან/და საადვოკატო ბიუროში ან/და იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

·        ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის გამოცდილება;

·        პრობლემის გადაჭრისა და სიღრმისეული ანალიზის უნარები;

·        გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;

·        უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი);

·        საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·        ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მედიატორთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად).

 

ფუნქცია-მოვალეობები:

·        იურიდიული პირების დაფუძნება და სამეწარმეო დოკუმენტების შედგენა, შესაბამისი წარმომადგენლობა (პოზიციის ძირითადი ამოცანა);

·        იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი, შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია;

·        იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;

·        წარმომადგენლობა სასამართლოში, უწყებებში, სხვადასხვა პირებთან და  შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერა;

·        იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

·        იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება;

·        მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;

·        შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის წინაშე;

·        სამართლებრივი სიახლეების დროული ცოდნა/კლიენტების ინფორმირება;

·        შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;

·        ხელმძღვანელის სხვა დავალებების/მითითებების შესრულება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

·        ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1

·        ანაზღაურება: შეთანხმებით

·      ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5, (ტიფლის ბიზნეს ცენტრის მე-11 სართული). სამუშაო ადგილი - კვირაში 3 დღე Ecovis Georgia-ს ოფისი, კვირაში 2 დღე შესაბამისი კლიენტის ოფისი (თბილისი).


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge  

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge 

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge

Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : +995 032 243 22 81, info@ecovis.ge

 

გაზიარება