მთავარი კარიერა


ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელია!

Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!

Ecovis Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილების ამაღლებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე.

Ecovis Georgia გთავაზობთ:

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

იხილეთ Ecovis Georgia-ში მიმდინარე ვაკანსიები

სოციალური მედია მენეჯერი
დაწყების თარიღი: 13 თებ 2024
დასრულების თარიღი: 31 მარ 2024

ვაკანსია გამოცხადებულია ECOVIS GEORGIA-ში სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

·        სოციალური მედია სტრატეგიის გაწერა დაგეგმვა და განხორციელება და მონიტორინგი;

·        ქონთენთის შემუშავება, სარეკლამო გეგმის გაწერა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და განთავსება - პოსტების მომზადება;

·        სოციალური მედია არხების მართვა/განვითარება (Facebook, Instagram, Web, LinkedIn და ა.შ);

·        ქოფირაითინგი;

·        კონტენტ კალენდრის მომზადება;

·        კორპორატიული შაბლონების აწყობა და მომზადება, როგორც საინფორმაციო, ასევე საპრეზენტაციო მიზნით;

·        რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება;

·        მიღწეული შედეგების ანალიზი;

·        მედიარელიზების, ანონსების, განცხადებების, ოფიციალური მიმართვების მომზადება   მენეჯმენტის ჩართულობით;

·        სააგენტოებთან (მათ შორის მედია საშუალებები, ბეჭდური მედია და ა.შ) ურთიერთობა და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოებაში ჩართულობა;

·        საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის დაგეგმვაში  და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

·        ორგანიზაციის საქმიანობისა და სერვისების შესახებ სამიზნე აუდიტორიის მუდმივი ინფორმირება, პარტნიორებსა და მხარდამჭერებთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

·        ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;

·        მედიასა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

·        ქოფირაითინგი და ციფრულ არხებში წერილობითი საუბრის უნარი;

·        მოვალეობების სწორად გადანაწილებისა და პროექტის დედლაინების გაწერის უნარი;

·        ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

·        სამუშაო განაკვეთ: სრული

·        ანაზღაურება: შეთანმხებით

·        სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge

 

გაზიარება