მთავარი კარიერა


ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელია!

Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!

Ecovis Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილების ამაღლებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე.

Ecovis Georgia გთავაზობთ:

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

იხილეთ Ecovis Georgia-ში მიმდინარე ვაკანსიები

აუდიტორი
დაწყების თარიღი: 09 სექ 2021
დასრულების თარიღი: 30 ნოე 2021

ვაკანსია გამოცხადებულია აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურების დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტის  ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  • დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • მენეჯერის/უფროსი აუდიტორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
  • საოფისე პროგრამები  (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა საშუალო დონეზე)
  • აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებში საბაზისო ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ძირითადი პრინციპების გააზრებულად გამოყენება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
  • გუნდური მუშაობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
  • ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი)

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

გაზიარება