geo
menu icon
მთავარი კარიერა

 

 

 

 


ECOVIS საქართველოში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება და ძალა ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები არიან.

ჩვენ გვჯერა პროფესიული ზრდის, ჯანსაღი გარემოსა და იმ ღირებულებების, რომლებიც თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.

ჩვენი გუნდის წევრობა ნიშნავს  საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, სწრაფად მზარდ და ადამიანზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში ყოფნას, სადაც პროფესიული განვითარება, ინიციატივის ხელშეწყობა და თანადგომა უბრალოდ ფრაზები არ არის — ეს ჩვენი კულტურის ნაწილია.

რას გთავაზობთ ECOVIS საქართველო?

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და სამართლიან სისტემას
  • პროფესიული და აკადემიური განვითარებისთვის სასწავლო პროგრამების დაფინანსებას
  • ტრენინგებსა და სერტიფიცირებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე
  • სრულ სამედიცინო დაზღვევას
  • გუნდურ, სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი აზრი ნამდვილად ფასობს

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ პროფესიონალიზმს, მოტივირებულები არიან მიიღონ ცოდნა და აიმაღლონ კომპეტენცია

თუ თქვენც ეძებთ სამსახურს, სადაც შესაძლებლობა და მხარდაჭერა ყოველდღიური რეალობაა — ECOVIS საქართველო სწორედ თქვენი ადგილია.

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენთან არსებული ვაკანსიების მიხედვით, ან გამოგვიგზავნეთ CV სურვილის შემთხვევაში ელ.ფოსტაზე: career@ecovis.ge.

თუ ამჟამად ღია ვაკანსიაში ვერ ხედავთ თქვენთვის შესაფერის პოზიციას, არ ინერვიულოთ — თქვენი მონაცემები დამუშავდება და დარჩება ჩვენს კანდიდატურების ბაზაში, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაიმეტეს ერთი წლის ვადით და შესაბამისი ვაკანსიის გაჩენისთანავე დაგიკავშირდებით.

 

შემოუერთდით ECOVIS Georgia-ს

 

უმცროსი იურისტი
დაწყების თარიღი: 4 სექტემბერი, 2024
|
დასრულების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2024

იუმცროსი იურისტის ვაკანსია გამოცხადებულია იურიდიულ დეპარტამენტში

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა;
  • სასურველია აუდიტორულ ან/და საადვოკატო ბიუროში ან/და იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში (საჯარო რეესტრი და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოები ჩაითვლება უპირატესობად) საქმის წარმოების გამოცდილება;
  • პრობლემის გადაჭრისა და სიღრმისეული ანალიზის უნარები;
  • გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა - B2 დონე (ვერბალური, წერითი);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ადვოკატის ლიცენზია; მედიატორთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად;

 ფუნქცია-მოვალეობები:

  • იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება;
  • მიღებული დავალებების/დაკვეთების დროული შესრულება;
  • იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი, შედგენა, შესწორება, კორექტირება, პრეზენტაცია;
  • იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, უწყებებში, სხვადასხვა პირებთან და  შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის წინაშე;
  • სამართლებრივი სიახლეების დროული ცოდნა/კლიენტების ინფორმირება;
  • შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების/მითითებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი); შესაძლებელია კლიენტებთან ვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge 

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia- (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge

Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : +995 032 243 22 81, info@ecovis.ge