ECOVIS საქართველო არის საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია ქმნის ხარისხის ახალ სტანდარტებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ საქმიანობა 2013 წელს, შპს ATA Partners-ის სახელით დაიწყო, ხოლო 2020 წლიდან გახდა ECOVIS International-ის წევრი - გლობალური ქსელის, რომელიც აერთიანებს 9,000-ზე მეტ პროფესიონალს 80-ზე მეტ ქვეყანაში.
დღეს ECOVIS საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ორგანიზაციას სფეროში, რომელიც აერთიანებს 120-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს. წლიურად საშუალოდ 15%-იანი ზრდით, კომპანია განაგრძობს განვითარებას როგორც ადამიანური რესურსების, ისე სერვისების ხარისხის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელთა პროფესიული წინსვლა და შიდა კარიერული ზრდა ECOVIS-ის კულტურის საფუძველს წარმოადგენს - სტაჟიორებიდან მენეჯმენტამდე გზა რეალური და მიღწევადია.
ECOVIS საქართველოს სერვისები მოიცავს აუდიტს, ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციას, საერთაშორისო დაბეგვრას, კორპორატიულ ფინანსებსა და საინვენტარიზაციო მომსახურებას. ჩვენი კლიენტები წარმოადგენენ ყველა ძირითადი სექტორის კომპანიებს - ენერგეტიკიდან და ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, აგრობიზნესით, IT-ით, საცალო ვაჭრობითა და მომსახურებით დამთავრებული. მრავალფეროვანი პორტფოლიო გვაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზოთ თითოეულ ბიზნესს ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები.
ჩვენი გუნდი ხელმძღვანელობს მუდმივი გაუმჯობესების და პროფესიული ეთიკის პრინციპებით. ECOVIS-ის სახელი უკვე ასოცირდება სანდოობასთან, სიზუსტესთან და კლიენტზე ორიენტირებულობასთან - სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობები. ჩვენი მთავარი პიარი კმაყოფილი კლიენტების რეკომენდაციებია.
საერთაშორისო ქსელში მონაწილეობა გვაძლევს წვდომას საუკეთესო გლობალურ პრაქტიკებზე და ექსპერტულ ცოდნაზე, რაც საშუალებას გვაძლევს ადგილობრივ ბაზარზე ვაწარმოოთ ინოვაციური, სტრატეგიული და ეფექტიანი კონსულტაცია.
ECOVIS საქართველო გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას, ლოკალურ ცოდნას და იმ ერთგულებას, რაც გვაქცევს საიმედო პარტნიორად ნებისმიერი ბიზნესისთვის.