მთავარი კარიერა


ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელია!

Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!

Ecovis Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილების ამაღლებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე.

Ecovis Georgia გთავაზობთ:

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

იხილეთ Ecovis Georgia-ში მიმდინარე ვაკანსიები

მთავარი ბუღალტერი
დაწყების თარიღი: 01 მარ 2024
დასრულების თარიღი: 31 მარ 2024

ვაკანსია გამოცხადებულია ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ძირითად ფუნცია-მოვალეობები:  

  • დამკვეთი კომპანიის ოპერაციების შესწავლა სააღრიცხვო სისტემის დანერგვისა და წარმოების მიზნით;
  • დამკვეთი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ფორმირება და მართვა კომპანიის ბიზნეს-ოპერაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში პროექტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • პროექტზე გამოყოფილი კადრებისათვის ფუნქცია/მოვალეობების განაწილება და დავალებების დელეგირება;მიმაგრებული ბუღალტრების/ასისტენტების დეტალური ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი მიცემულ დავალებაზე და მონიტორინგი მათ მიერ შესრულებულ ოპერაციებზე;
  • დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება ან/და მომზადებულის სისწორის მონიტორინგი და  შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა;
  • დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების/რეპორტების მომზადება და შეთანხმებული პერიოდულობით მიწოდება;
  • დამკვეთი კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია;
  • დამკვეთი კომპანიის უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირების/ხელმძღავნელობის ინფორმირება კომპანიის პრობლემატურ საკითხებზე, შესაძლო რისკების მითითებით.
  • პროექტის მიმდინარეობის პერიოდული მიმოხილვა ზემდგომ მენეჯერთან/ხელმძღვანელობასთან ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით;
  • დაქვემდებარებული კადრების /თანამშრომლობის მუშაოების შედეგების განხილვა მენეჯერთან/ხელმძღვანელობასთან ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით.

მოთხოვნებით:

  • უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
  • სავალდებულოა გავლილი  ჰქონდეს ACCA-ს  მინიმუმ ორი დონე;
  • სავალდებულოა ინგლისური B2 და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;       
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

წერითი დვალება:

ხანგრძლივობა: 1,5 საათი

წერითი დავალების თემა: ბუღალტერია და ფინანსებში

გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge  


გაზიარება