ECOVIS საქართველოში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება და ძალა ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები არიან.
ჩვენ გვჯერა პროფესიული ზრდის, ჯანსაღი გარემოსა და იმ ღირებულებების, რომლებიც თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.
ჩვენი გუნდის წევრობა ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, სწრაფად მზარდ და ადამიანზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში ყოფნას, სადაც პროფესიული განვითარება, ინიციატივის ხელშეწყობა და თანადგომა უბრალოდ ფრაზები არ არის — ეს ჩვენი კულტურის ნაწილია.
რას გთავაზობთ ECOVIS საქართველო?
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და სამართლიან სისტემას
- პროფესიული და აკადემიური განვითარებისთვის სასწავლო პროგრამების დაფინანსებას
- ტრენინგებსა და სერტიფიცირებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე
- სრულ სამედიცინო დაზღვევას
- გუნდურ, სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი აზრი ნამდვილად ფასობს
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ პროფესიონალიზმს, მოტივირებულები არიან მიიღონ ცოდნა და აიმაღლონ კომპეტენცია
თუ თქვენც ეძებთ სამსახურს, სადაც შესაძლებლობა და მხარდაჭერა ყოველდღიური რეალობაა — ECOVIS საქართველო სწორედ თქვენი ადგილია.
გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენთან არსებული ვაკანსიების მიხედვით, ან გამოგვიგზავნეთ CV სურვილის შემთხვევაში ელ.ფოსტაზე: career@ecovis.ge.
თუ ამჟამად ღია ვაკანსიაში ვერ ხედავთ თქვენთვის შესაფერის პოზიციას, არ ინერვიულოთ — თქვენი მონაცემები დამუშავდება და დარჩება ჩვენს კანდიდატურების ბაზაში, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაიმეტეს ერთი წლის ვადით და შესაბამისი ვაკანსიის გაჩენისთანავე დაგიკავშირდებით.
შემოუერთდით ECOVIS Georgia-ს