ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი თანამშრომელია!
Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს!
Ecovis Georgia მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კმაყოფილების ამაღლებაზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე.
Ecovis Georgia გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელ სახელფასო განაკვეთს
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას
- სამედიცინო დაზღვევას
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
იხილეთ Ecovis Georgia-ში მიმდინარე ვაკანსიები
საგადასახადო კონსულტანტი
დაწყების თარიღი: 28 მარ 2023
დასრულების თარიღი: 30 აპრ 2023
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო დეპარტამენტში საგადასახადო კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ესმოდეს საგადასახადო აუდიტის მიდგომის საბაზისო მოთხოვნები და შეეძლოს შაბლონების გამოყენება კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- ესმოდეს საგადასახადო აუდიტის შინაარსი და შეეძლოს მისი სტრატეგიის დაგეგმვა რისკების შესაბამისად;
- უნდა შეეძლოს საგადასახადო აუდიტის სტრატეგიასა და გეგმასთან დაკავშირებული მოთხოვნების საწყის დონეზე ცოდნა და პრაქტიკაში ადაპტირება;
- ჩაერთოს საგადასახადო აუდიტის სტრატეგიის განხილვებში;
- უზრუნველყოს საგადასახადო აუდიტის სამუშაო ფაილების აწყობა იმგვარად რომ მიმომხილველმა შეძლოს შემოწმება დამოუკიდებლად;
- შეეძლოს ბუღალტრული გატარებების და ბრუნვითი უწყისის დამუშავება, შერჩევის ფაილის მომზადება და კომპანიის შემოსავლების/ხარჯების პირველადი ანალიზი;
- უნდა შეეძლოს მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების და ანგარიშვალდებული პირების ფაილების მომზადება, ასევე კრედიტორების ანალიზი;
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომპანიის ოპერაციების შესწავლასა და პირველადი საგადასახადო კვალიფიკაციის მინიჭებაში;
- შეეძლოს დადგენილი ფორმების შესაბამისად გადასახადების ცხრილების აწყობა, მათ შორის დეკლარირებული მონაცემების გადმოტანა პორტალიდან;
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საგადასახადო აუდიტის რეპორტის მომზადებაში;
- უნდა შეეძლოს სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ასისტენტისთვის სწორი მიმართულების მიცემა;
- შეეძლოს გაანგარიშებების ისეთი ფორმით წარმოდგენა რომ მისი ჩართულობის გარეშე მიმომხილველმა შეძლოს გარკვევა რა ტიპის სამუშაოები ჩატარდა და რა შედეგი დადგა;
- სამუშაო ფაილების დასრულებისას შეინურჩუნოს სამუშაოს მაღალი ხარისხი და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულება;
- დროულად და ხარისხიანად დაასრულოს სამუშაო და არ შეაფერხოს მიმდინარე პროცესები;
- უნდა ქონდეს შეფასების გამართულად ჩამოყალიბების და დასკვნის შედგენის საწყის დონეზე ცოდნა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მართოს ადმინისტრაციული პროცესები პოზიციური პასუხისმგებლობის ფარგლებში;
- იყოს დეტალებზე ორიენტირებული და ახასიათებდეს მინიმალური ტექნიკური ხარვეზები კომპეტენციის ფარგლებში.
დამატებითი მოთხოვნებით:
- უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური/ ფინანსების მიმართულებით;
- სავალდებულოა საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- სავალდებულოა ინგლისური B2 ენის დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Ms Ecxel ძალიან კარგად ცოდნა;
- სავალდებულოა საგადასახადო აუდიტის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე.
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge